გურჯაანის მუნიციპალიტეტში, პნევმატური იარაღიდან შემთხვევით გასროლილი ტყვია 9 წლის ბიჭს მოხვდა - მისი მდგომარეობა მძიმეა
გურჯაანის მუნიციპალიტეტში, პნევმატური იარაღიდან შემთხვევით გასროლილი ტყვია 9 წლის ბიჭს მოხვდა და მისი მდგომარეობა მძიმეა.

არსებული ინფორმაციით, ფაქტი რამდენიმე საათის წინ იმ დროს მოხდა, როცა თანატოლები თამაშობდნენ.

ადგილობრივების თქმით, ერთ-ერთ მათგანს პნევმატური იარაღიდან შემთხვევით
გაუვარდა და იქვე მყოფ ბავშვს მოხვდა.

მიღებული დაზიანებით სკოლის მოსწავლე ადგილობრივ საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე ის კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები