რუსთავში ავარიის დროს 5 ავტომობილი დაიმტვრა [video]
რუსთავში, ავტობაზრობაზე ავარიის დროს 5-ზე მეტი ავტომობილი დაიმტვრა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ბაზრობაზე 30 წლამდე მამაკაცი "BMW" მარკის ჯიპს ტესტავდა, რა დროსაც საჭე ვეღარ დაიმორჩილა და გაჩერებულ "KIA-ს","HONDA-სა" და ორი "AUDI-ს"
მარკის ძვირადღირებულ ავტომობილებს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანდა ხუთივე ავტომობილი.

დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება. გამოვლენილია სამართალდამრღვევი მძღოლი, რომელიც შესაბამისი წესით დაჯარიმდა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები