სოფელ ირგანჩაიში მე-11 კლასის მოსწავლე უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა
დმანისის რაიონის სოფელი ირგანჩაიში 17 წლის ბიჭი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა. შემთხვევა 29 ოქტომბერს მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მოზარდი ტრაქტორს ატარებდა, ტრაქტორი გადატრიალდა და არასრულწლოვანი მოიყოლა.

"სოფელ ირგანჩაიში პატარა ტრაქტორებია რომელიც მოსახლეობამ თვითონ შექმნა. ის მეზობელს ეხმარებოდა ნაგვის გაზიდვაში. უკან სვლით სიარულის დროს ქვაზე ავიდა, ამ დროს მანქანა გადაბრუნდა მოზარდი კი ქვეშ მოიყოლა, კისერი მოტყდა“, -
აცხადებს დმანისის მერის მოადგილე არიფ სულეიმანოვი რადიო „მარნეულთან“ საუბრისას

არიფ სულეიმანოვის განმარტებით, მოზარდი სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა.

გარდაცვლილი ირგანჩაის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე იყო. 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები