ხობის სოფელ ჭალადიდში ოჯახი დააყაჩაღეს
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ყაჩაღობა მოხდა.

ადგილობრივის ინფორმაციით, სარალიძეების ოჯახს რამდენიმე შეიარაღებული და ნიღბიანი პირი თავს დაესხა და ფულსა და ოქროს ითხოვდა.

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ოჯახის წევრები გაკოჭეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. წაღებულია
500 ლარამდე თანხა და ოქრო. სამართალდამცავებმა დაზარალებული ოჯახი უკვე გამოკითხეს.

ყაჩაღობა 10 ნოემბერს გვიან ღამით მოხდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები