ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ჯგუფურად, კომერციული
მოსყიდვის ფაქტზე,
ორი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
გამოძიების თანახმად, ბრალდებულები, რომლებიც მუშაობდნენ კახეთის
რეგიონში მდებარე ერთ-ერთ
კერძო სამედიცინო დაწესებულებაში, პირადი
მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, შესაბამისი ფულადი თანხის
სანაცვლოდ, დაინტერესებულ პირებზე, სათანადო სამედიცინო შემოწმებისა
და ლაბორატორიული კვლევის გარეშე, ფსიქოტროპული მედიკამენტების
შესაძენ რეცეპტებს გასცემდნენ.