მარნეულში საშაურმეში ხანძარი მოხდა
მარნეულის ბაზრის ტერიტორიაზე მდებარე „ალგეთი შაურმა“-ში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევა 28 დეკემბერს ღამის საათებში მოხდა.

ხანძრის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. ადგილზე არავინ დაშავებულა. საშაურმეს კი საკმაოდ დიდი ზიანი მიადგა.

დამწვარი ობიექტზე არსებული ნივთები. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები