პირს, რომელმაც მარნეულში ძაღლზე იძალადა, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
პირს, რომელმაც მარნეულში ძაღლზე იძალადა, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ განმოაცხადა.

მას პროკურატურამ ბრალი სსკ-ის 259-ე მუხლით ბრალი წაუდგინა.ეს მუხლი გულიხმობს ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობას, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია.

ბრალდებულის ადვოკატი სულეიმან ისმაილოვი კი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.

ადვოკატის თქმით, არ არსებობს მტკიცებულებები და არ იც
ის, რის საფუძველზეა ის დაკავებული.

„მსგავსი არანაირი მტკიცებულება არ არის. რის საფუძველზე დააკავეს, არ ვიცით. თვითონ ნებაყოფლობით გამოცხადდა ეს კაცი… სასამართლო, ალბათ, არ გამოიყენებს აღკვეთს“, – ამბობს სულეიმან ისმაილოვი.

წყარო: პუბლიკა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები