ცოლზე ძალადობაში ბრალდებულ ტყიბულის მერიის თანამშრომელს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა ტყიბულის მერიის თანამშრომელს, რომელიც ცოლზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

საქართველოს პროკურატურამ ტყიბულში მომხდარი ოჯახური ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელს. უწყების განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 15 იანვარს, საღამოს საათებში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, საცხოვრებელ სახლში, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ურთიერთშელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ცოლზე ფიზიკურად იძალადა.

პროკურატურის განცხადებით, სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით).

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები