სოხუმში ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში გაჩენილი ხანძრის შედეგად 4 000-ზე მეტი ნამუშევარი განადგურდა
სოხუმში აფხაზ ხელოვანთა „ოქროს ფონდი“ დაიწვა - განადგურებულია სამხატვრო გალერეის 4000-ზე მეტი ეგზემპლარი, - ინფორმაციას Apsnypress-ი ავრცელებს.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. კულტურის მინისტრის, დინარა სმირნის განცხადებით, ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში გაჩენილი ხანძარი „გამოუსწორებელი დანაკარგია ეროვნული კულტურისთვის“.

სამხატვრო გალერეის დირექტორის, სურამ საკანიას თქმით, 4 000 ნამუშევარი დაიწვა, ან ცეცხლის ჩაქრობის პროცესში წყალმა დააზიანა.

ხანძრის ადგილზე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია მივიდა. მან ე.წ. გენერალურ პროკურატურას ხანძრის გამომწვევი მიზეზების საფუძვლიანი გამოძიება დაავალა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები