ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
გურჯანიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში ავარია მსხვერპლით დასრულდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა.

შემთხვევის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები