იტალიაში, ალკოჰოლური სასმლის ქურდობის მცდელობისთვის ქართველი კაცი დააკავეს
იტალიაში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში, ალკოჰოლური სასმლის ქურდობის მცდელობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს. როგორც იტალიური მედია წერს, 39 წლის ქართველი კაცი მაღაზიაში მომუშავე პერსონალმა არყის და რომის უნებართვოდ აღების დროს შენიშნეს.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ კაცმა გაქცევა სცადა, თუმცა დაიჭირეს და პოლიციას ჩააბარეს. ასევე, როგორც მედია წერს, ახალგაზრდა კაცი, იქ მომუშავე ადამიანებს ქართულ ენაზე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

პოლიციამ ნაძარცვი სუპერმარკეტის თანამშრომლებს დაუბრუნეს.

წყარო: mtavari.tv
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები