თელავში ერთ-ერთ პურის საცხობში, ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი ნახეს
თელავში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხობში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი ნახეს.

35 წლამდე კაცი მამამ იპოვა. ადგილზე სამართალდამცავები გამოიძახეს. საგამოძიებო სამსახურმა უნდა დაადგინოს
რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, იყო ეს ბუნებრივი აირის გაჟონვა, თუ გულის შეტევა.

გარდაცვლილს, რომელიც პურის საცხობში უკვე რამდენიმე წელია მუშაობს, ცოტა ხანში გურჯაანში, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენებენ.

წყარო: mtavari.tv
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები