რუსთავში ახალგაზრდა დაჭრეს [video]
რუსთავში ახალგაზრდა დაჭრეს.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ლეონიძის ქუჩაზე, ერთერთ გასართობ ობიექტში რამდენიმე ახალგაზრდა შევიდა.

მათ სავარაუდოდ შელაპარაკება მოუვიდათ შენობაში მყოფ ახალგაზრდა კაცთან. კამათის შემდეგ ბიჭი დაჭრეს და ახალგაზრდები ადგილიდან მიიმალნენ.

ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი.

დაჭრილი "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს. გადაუდებელი დახმარების განყოფილების, მორიგე ექიმის, გიორგი მოდებაძის თქმით პაციენტს გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები