თბილისის ჯუმა მეჩეთში ხანძარი გაჩნდა
25 მარტს დაახლოებით 12 საათზე თბილისის ჯუმა მეჩეთში ხანძარი გაჩნდა. პირველადი ვარაუდით, ხანძრის მიზეზი დენის სადენებში მომხდარი გათიშვაა.

საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფტი ეთიბარ ემინოვი რადიო მარნეულთან საუბრისას აცხადებს, რომ ხანძარი ლოცვის სამზადისში გაჩნდა.

"ხანძარი ლოცვისთვის მზადებისას, დაბანის დროს მოხდა.სერიოზული არაფერია. სახანძრო სამსახურის თანამშრომლები ადგილზე მალე მოვიდნენ. მალევე ჩააქრეს ხანძარი. სანერვიულო არაფერია. ვარაუდობენ, რომ ხანძარი ელექტრო ენერგიის გამო მოხდა. ბოლო შედეგი კვლევის მერე აღმოჩნდება"

@kamil___7771

Tesi meydan mescit yanıyor#

♬ orijinal ses - kamil

ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

Print ელ. ფოსტა
თეგები: Cümə məscid Tbilisi
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები