სურამში სატვირთო მანქანა ხრამში გადავარდა
სურამში სატვირთო მანქანა ხრამში გადავარდა.

არსებული ინფორმაციით, სატვირთო ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობდა, რა დროსაც ბეტონის ჯებირს დაეჯახა და ხრამში გადავარდა. მძღოლმა დაზიანებები მიიღო და ის კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

წყარო: formulanews.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები