შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, ქვემო ქართლის, აჭარის,
იმერეთის და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 14 პირი, მათ შორის 7 ნარკორეალიზატორი
დააკავეს.
პრორუსული, ძალადობრივი დაჯგუფების „ალტ ინფოს” ლიდერს, ზურა
მახარაძეს და მასთან ერთად ბრალდებულ გიორგი გოგიას, ჯგუფური
ძალადობის საქმეზე, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის
ღონისძების სახით 5000-5000 ლარის ოდენობით გირაოს გადახდა დააკისრა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კომპიუტერულ სისტემაში
უნებართვო შეღწევის ფაქტზე 1 პირი დააკავეს. საუბარია კომპანია
„სილქნეტიდან“ მონაცემების გაჟონვის ფაქტზე.