სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი მთავრობის მიმართ კრიტიკულად
განწყობილ ადამიანებზე თავდასხმას ეხმაურება და წერს, რომ კრიტიკული
აზრის მქონე მოქალაქეების, მათი ოჯახის წევრებისა და შვილების დევნა,
დაშინება, ფიზიკური ანგარიშსწორება დანაშაულია და სამართალდამცველების
მხრიდან მყისიერ რეაგირებას მოითხოვს.