რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დღეს, ასტანაში თურქეთის
პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება, - ამის შესახებ კრემლის
პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტები უკრაინის საკითხსა და ორმხრივ
ურთიერთობებს განიხილავენ.
“შეხვედრა მზადდება, მაგრამ ის არა ხვალ, არამედ ზეგ გაიმართება. თემა
ნათელია – რა თქმა უნდა, ეს არის უკრაინაც და ორმხრივი ურთიერთობებიც,
რომელიც ძალიან, ძალიან მრავალმხრივია და, ზოგადად, აზრთა გაცვლა
მიმდინარე საკითხებზე“, – აღნიშნა პესკოვმა.