კორონავირუსით ინფიცირებული 26-ე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ
ჟურნალისტებთან NCDC-ის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„გარდაცვალების მაჩვენებელი ჩვენ გვაქვს 0.57%, გვქონდა დღეს
დილისთვის 25, სამწუხაროდ, დაგვემატა ერთი ბათუმში. სულ 26 პაციენტია
გარდაცვლილი. ბოლო 48 საათის განმავლობაში 5 პაციენტი დაიღუპა, ყველა
მათგანი იყო უმძიმესი პაციენტი, რომელიც იმყოფებოდნენ ხელოვნურ
ვენტილაციაზე,“ – განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, რომ პაციენტი 70 წლის
იყო და მას თანხმლები ქრონიკული
დაავადებები ჰქონდა.
ამირან გამყრელიძის ინფორმაციითვე, დღეს საქართველოში კორონავირუსით
ინფიცირებული 70-მდე პაციენტია, რომლის მდგომარეობაც მძიმეა – „და
ზოგადად ქვეყანაში 11 კრიტიკული პაციენტია“.
წყარო:
ნეტგაზეთი