2014 წლამდე გამოშვებული ავტობუსები და სატვირთო მანქანები საქართველოში იანვრიდან ვეღარ დარეგისტრირდება
იანვრიდან 2014 წლამდე გამოშვებული ავტობუსები და სატვირთო მანქანები საქართველოში ვეღარ დარეგისტრირდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის და გაუმჯობესების მიზნით, მნიშვნელოვანი ღონისძიებები ხორციელდება ქვეყანაში.

„2024 წლიდან ავტომობილებისთვის ამოქმედდა ემისიის ევრო 5 სტანდარტი - ქვეყანაში ვერ რეგისტრირდება მსუბუქი ავტომანქანა, რომელიც არ აკმაყოფილებს ამ სტანდარტს. მომავალი წლიდან რეგულაცია გავრცელდება სატვირთო
მანქანებზე და ავტობუსებზე.

ქვეყანაში უკვე 7 წელია მოიხმარება ევრო 5 სტანდარტის ბენზინი, 2023 წლიდან დიზელზეც ევრო 5-ს სტანდარტი ამოქმედდა.

ავტომობილების ხილული გამონაბოლქვის გზაზე კონტროლი 4 ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში მიმდინარეობს.

ყოველწლიურად ფართოვდება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი. ამ ეტაპისთვის ქვეყნის მასშტაბით 18 ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგური ფუნქციონირებს. 2026 წლამდე სადგურების რაოდენობის 27-მდე გაიზრდება და საქართველოს ექნება სრულად ევროპული სტანდარტების შესაბამისი ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემა,“
- ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

წყარო: BPN

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər