რომელია ყველაზე მოთხოვნადი პროფესიული განვითარების სასწავლო პროგრამა საჯარო დაწესებულებებში
საჯარო სამსახურის ბიუროსთვის წარდგენილი მონაცემების მიხედვით, 2023 წლისათვის 14 418 შემთხვევაში 251 დასახელების პროფესიული განვითარების, როგორც საბაზისო, ასევე დამატებითი პროგრამა იქნა განსაზღვრული.

კურსების რაოდენობის 19,7% საბაზისო პროგრამები იყო. ამათგან პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების კურსი - 15,58%, მოხელის მენეჯერული უნარების პროგრამა - 4,12%, ხოლო 80,3% დამატებითი პროგრამებია. აღსანიშნავია, ისიც რომ ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე განსაზღვრული საბაზისო პროგრამების მხოლოდ
5,6% განხორციელდა.

საჯარო სამსახურის ბიუროს 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო თემატიკების ათეული ასე გამოიყურება:
  1. რისკის განსაზღვრა და შეფასება;
  2. სტრატეგიული მართვა-დაგეგმვა (სტრატეგიული მენეჯმენტი, გრძელვადიანი და საშუალოვადიანი მიზნებისა და ამოცანების დაგეგმვა);
  3. მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და ანალიზის მეთოდები;
  4. ეფექტური კომუნიკაცია;
  5. მუნიციპალური ქონების ფორმირება და განკარგვა;
  6. ცოდნის მართვა;
  7. პროფესიული კომუნიკაცია;
  8. Microsoft Excel;
  9. დროის მართვა;
  10. ინფორმაციული ტექნოლოგიები;
ანგარიშის მიხედვით, აღნიშნული თემატიკის სასწავლო კურსებზე განაწილებულია საერთო ჯამში პროფესიული განვითარების 2023 წლის დამატებით პროგრამებში ჩართულ მოხელეთა 42%.

წყარო: BPN

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər