ხელისუფლების კრიტიკოსებს ისევ ურეკავენ, აგინებენ და ემუქრებიან
ხელისუფლების კრიტიკოსებს ისევ ემუქრებიან, ურეკავენ და აგინებენ. უცხო ნომრებიდან მუქარის ზარები შევიდა როგორც ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან და მათი ოჯახის წევრებთან, ისე – მოქალაქეებთან, რომლებიც ხელისუფლების კრიტიკულ პოზიციას ღიად გამოხატავენ.

მოქალაქე გიგა გარუჩავამ „ფეისბუქზე” დაწერა:

„ვიღაც უცნობი (ხელისუფლების და სუსის დავალებით) პიროვნება რეკავს ჩემს ნომერზე და ასევე ჩემი ოჯახის წევრების ნომერზე, მემუქრება მკვლელობებით…

მიზეზი არის, რომ შევეშვა
ხელისუფლების კრიტიკას, აქციებზე ყოფნას და მხარდაჭერას!

P.S. სუსი, მე შენი არ მეშინია!”

მანვე დაურთო შემომავალი ზარის სქრინშოთები:


აქვე გთავაზობთ სხვა მოქალაქეების პოსტებს, რომლებშიც ისინი მათთან ზარებსა და მუქარებზე საუბრობენ:




რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს:

ენმ-ის წევრმა, დეპუტატმა ანი წითლიძემ თქვა, რომ დაურეკეს მის დედას:


ბათუმის საკრებულოში ენმ-ის დეპუტატმა, ნოდარ დუმბაძემ თქვა, რომ დაურეკეს მისი 8 წლის შვილს.

„ჩემს 8 წლის შვილს ღამის 2 საათზე ურეკავენ და აგინებენ. დღეს კი ესენი [საკრებულოში „ოცნების” დეპუტატები] ბიუჯეტის გაზრდაზე მელაპარაკებიან. თურმე ბატონ ბიძინას მადლობა უნდა გადავუხადოთ. სირცხვილია ეს ყველაფერი”, – თქვა ნოდარ დუმბაძემ.

ენმ-ის კიდევ ერთი დეპუტატის, თინა ბოკუჩავას თქმით, მასაც ღამით დაურეკეს.

„გუშინ ღამით მუქარის შემცველი ზარი მივიღე – მინდა ვუთხრა ამ დაქირავებულ, მხდალ ადამიანებს, რომ არც მათი და არც მათი შეშინებული დამქირავებლის არავის ეშინია”, – თქვა თინა ბოკუჩავამ.

დაურეკეს გიორგი გახარიას პარტიის წევრებსაც.

პარტიის მხარდამჭერის, ზაზა დობორჯგინიძის თქმით, ერთი და იმავე ნომრიდან დაურეკეს გახარიას პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრ მათე ცენტერაძეს და პარლამენტის წევრ ანა ბუჩუკურს და მის ოჯახის წევრს.

მათე ცენტერაძემ ამის შესახებ თავადაც დაწერა:


მუქარითა და გინებით დაურეკეს აქტივისტებსაც.

მათ შორის, ბათუმელ აქტივისტ ციალა ქათამიძეს.


ხელისუფლებისა და მათ მიერ ინიციირებული რუსული კანონის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეებთან და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან დარეკვისა და გინება-მუქარის ერთი ტალღა მაისის პირველი კვირაში იყო.

24 მაისს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა განაცხადა, რომ მუქარის ზარების საქმე პროკურატურას გადაუგზავნა.

წყარო: პუბლიკა

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər