სააკაშვილი: მზად ვართ, როგორც პარტია, ჩვენი კვოტების ნახევარი გადავუნაწილოთ სხვა პარტიებს
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა” მზადაა, კვოტების ნახევარი სხვა პარტიებს გაუნაწილოს. ამის შესახებ მან სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ამისთვის პარტიების რეიტინგების დათვლაა საჭირო. მისივე თქმით, ოპოზიციურ პარტიებს უნდა შეეძლოთ კოორდინაცია ერთიან სიაზე, რომელსაც სააკაშვილის შეფასებით, ალტერნატივა არ აქვს.

„მინდა ვთქვა, რომ უახლოეს საათებში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მათ შორის ჩემი
მხარდაჭერით ხელს მოაწერს სალომე ზურაბიშვილის „ქართულ ქარტიას”. ჩვენ ვართ ერთიანობის მომხრე, მთლიანად ვუჭერთ მხარს ამ ქარტიის სულისკვეთებას, ძალიან მნიშვნელოვანია, მაქსიმალური რაოდენობის პოლიტიკური ძალები მივიდეს.

ჩვენ უნდა შეგვეძლოს [კოორდინაცია] მათ შორის ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, მათ შორის უნდა შეგვეძლოს კოორდინაცია იმ საკითხზე, რაც ეხება მაქსიმალურად ერთიანი სიების გაკეთებას, ამას ალტერნატივა არ აქვს.

„ნაციონალურ მოძრაობას“ მინდა მოვუწოდო, რომ დავთვალოთ რამდენი რეიტინგი აქვს ყველა პარტიას, ჩვენ ვართ მზად, როგორც პარტია, ჩვენი კვოტების ნახევარი გადავუნაწილოთ სხვა პარტიებს. მთლიანად განაწილება არ გამოვა, იმიტომ, რომ ამომრჩეველი წარმოდგენილი უნდა იყოს, თორემ ამის გამკეთებლებიც ვიყავით. ნახევარი ჩვენი, რაც რეიტინგი დაჯდება, წინასწარ კვოტები მთლიანად გადავუნაწილოთ სხვა პარტიებს, ოღონდ გავერთიანდეთ, ერთიანობას ამ სიტუაციაში არ აქვს არანაირი ალტერნატივა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

წყარო: პუბლიკა

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər