ერთი ლიტრი 80 ლარი - როგორია მოთხოვნა ვირის რძეზე
„ვირის რძეზე მოთხოვნა ძალიან არის გაზრდილი. ფაქტობრივად, მოთხოვნას რომ ვერ ავუდივართ, რძის გარდა სხვას ვერაფერს ვაწარმოებთ“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს კომპანია „სახე-დარის“ დამფუძნებელმა, თემურ ლომიძემ განუცხადა.

„შარშან ამ დროს, ყოველ მესამე დღეს 5 ლიტრ რძეს ვაწარმოებდით, წელს კი ყოველ მეორე დღეს 20 ლიტრს ვაწარმოებთ. ამას გარდა, ხალხისგან არის მოთხოვნა ვირის რძეზე დამზადებულ საცხებსა და საპნებზე, მაგრამ ჯერჯერობით
ვერ ვახერხებ“,
- განაცხადა თემურ ლომიძემ.

მისი თქმით, რამდენიმე თვეა მოიმატა რძის ფასმაც და ამჯამად ის 80 ლარს შეადგენს.

უახლოეს მომავალში კომპანია საკვები დანამატის წარმოებასაც გეგმავს. თემურ ლომიძის თქმით, ვირის რძის ფხვნილზე დამზადებული აბების შეძენა აფთიაქებში შემოდგომიდან იქნება შესაძლებელი.

„სახე-დარი“ გარდაბნის რაიონის სოფელ სააკაძეში მდებარეობს. ამჟამად ფერმაში დაახლოებით 100 სახედარი ბინადრობს.

წყარო: BPN

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər