აუდიტის სამსახური: 2023-ში საბიუჯეტო რესურსების მართვაში დარღვევებმა 21.2 მლნ ლარი შეადგინა
წლიური ანგარიშის თანახმად, 2023 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული აუდიტების შედეგად გამოვლენილი დარღვევების ჯამურმა მოცულობამ 21.2 მლნ ლარი შეადგინა.

სამსახურის თანახმად, დარღვევები, ძირითადად, საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანი, არაეკონომიური და არამიზნობრივი გამოყენების შემთხვევებია და არ მოიცავს აღრიცხვა­­-ანგარიშგების მიმართულებებით იდენტიფიცირებულ ნაკლოვანებებს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2023 წელს 51 აუდიტი ჩაატარა და ჯამურად 20 მილიარდ ლარზე მეტი შეამოწმა. დაიფარა ქვეყნის ნაერთი ბიუჯეტის
89%.

დარღვევები კატეგორიების მიხედვით:
  • შესყიდვების მართვა − 10.8 მლნ ლარი;
  • აქტივების მართვა − 1.6 მლნ ლარი;
  • საბიუჯეტო რესურსების მართვა − 8.9 მლნ ლარი;
  • სულ – 21.2 მლნ ლარი.
წყარო: პუბლიკა

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər