სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ პოლიციელი დააკავეს
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მოქალაქის მიმართ, პოლიციის შენობაში არასათანადო მოპყრობის ფაქტზე სამართალდამცავი დააკავა. დაკავების საფუძველი სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გახდა.

“სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული ხელახალი გამოძიების და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში მოქალაქე ვლადიმერ მჭედლიშვილის მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტზე, დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელი გ. ნ” ,
– ავრცელებს განცხადებას სპეციალური საგამოძიებო სამსახური.

ვლადიმერ მჭედლიშვილი 2017 წლის 15 მაისს, ქალაქ სიღნაღში, ქორწინების სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვა რამდენიმე ნაცნობთან ერთად ლუდს სვამდა.

“ამ დროს მასთან მივიდნენ სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები. ერთ-ერთმა პოლიციელმა – გ. ნ.-მ მოუწოდა, შეეწყვიტა საჯარო სივრცეში ალკოჰოლური სასმლის დალევა, რასაც მოჰყვა მათ შორის შელაპარაკება. პოლიციის თანამშრომლებმა მჭედლიშვილი დააკავეს ადმინისტრაციული წესით და გადაიყვანეს სიღნაღის პოლიციის სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც ინსპექტორ-გამომძიებელი გ. ნ. რამდენიმე წუთის განმავლობაში დაკავებულს მუშტებს და ფეხებს გვერდების და თავის არეში ურტყამდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. ძალადობის შედეგად დაკავებულს დაუდგინდა ნეკნების მოტეხილობა და სხვა მრავლობითი დაზიანებები მიიღო”, – წერია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

მომხდარზე გამოძიება 2017 წელს დაიწყო. ვლადიმერ მჭედლიშვილის ინტერესებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი (მაშინდელი EMC) იცავდა. ორგანიზაციაში აცხადებდნენ, რომ პროკურატურა მჭედლიშვილის დაზარალებულად ცნობას აჭიანურებდა. მჭედლიშვილს დაგვიანებით დაზარალებულის სტატუსი მაინც მიანიჭეს.

თუმცა მასზე სავარაუდოდ მოძალადე პოლიციელმა, გიორგი ნოზაძემ თანამდებობა 2021 წლამდე შეინარჩუნა.

2019 წელს ვლადიმერ მჭედლიშვილის ცემის საქმეზე საჩივარი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შევიდა, რომელმაც გადაწყვეტილება 2023 წლის 14 დეკემბერს მიიღო.

სტრასბურგის სასამართლომ “დაზარალებული მჭედლიშვილის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების/არაადამიანური მოპყრობის აკრძალვა) დარღვევა დაადგინა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოს ხელახალი გამოძიების ჩატარების ვალდებულება გაუჩნდა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საქმე 2024 წელს გადმოიბარა და ხელახალი გამოძიების ჩატარება უზრუნველყო. განახლებული გამოძიების ფარგლებში სამსახურმა საქმეში უკვე მოპოვებულ მტკიცებულებებთან ერთად, ახალი გარემოებების დადგენა უზრუნველყო, რა მიზნითაც ჩატარდა კომისიური სასამართლო-სამედიცინო და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზები, მოძიებულ იქნენ ფაქტის თვითმხილველი მოწმეები და ამოღებული იქნა საქმისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია”, – აცხადებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გიორგი ნოზაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისთვის დააკავა. ეს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულია, რომელიც 5 დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər