ამირან გიორგაძის განცხადებით, მარნეულში სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა სტიქიური მოვლენების გამოა
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე მარნეულში სასმელი და სარწყავი წყლების შეზღუდვას სტიქიური მოვლენებით ხსნის. ამირან გიორგაძეს სასმელი წყლის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით კითხვა საკრებულოს დეპუტატმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ რამალ ახმედოვმა დაუსვა.

კითხვის პასუხად მარნეულის საკრბეულოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში სასმელი და სარწყავი წყლის მიწოდების შეზღუდვა სტიქიით დაზიანებულმა ინფრასტრუქტურამ გამოიწვია.

„სტიქიამ დააზიანა ელექტრო ენერგიის გადამცემი ხაზები და როგორც
ჩვენთვის ცნობილია, უკვე აღდგენილია ყველა ხაზები. შესაბამისად, დენი თუ არ იყო, წყალსაც ვერ რთავენ სატუმბოები. ჩვენი ინფორმაციით, მოგვარებულია. დღეს გაერთიანებული წყალმომარაგების ერთ-ერთ ხელმძღვანელთან მქონდა კომუნიკაცია და მოგვარდება ეს თემაც. რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია და ამ სიცხეში მოქალაქეებს, მოსახლეობას, წყალი უნდა მიეწოდოს, მაგრამ ამ ბოლო პერიოდში სტიქიებმა ძალიან შემოგვიტიეს. ამის წინ წყალდიდობები იყო. იგივე პრობლემაა სარწყავ წყლებთან დაკავშირებით. მთელი სათაო ნაგებობები წაიღო წყალმა და 24 საათიან რეჟიმში მუშაობს მელიორაციის სამსახური, რომ აღადგინოს ეს. ძალიან დიდი ზიანი მიაყენა ამ წყალდიდობებმა. იგივე, იყო ორი-სამი დღის უკან მოსული დიდი ნალექი და ქარიშხალი და ერთ-ერთ ელექტრო სადგურს, ვიცი, რომ მეხი დაეცა და დაიწვა მთლიანად და ხდება ამ ელექტრო გადამცემი ხაზების აღდგენა და დასრულებულიცაა როგორც მითხრეს“.
- განაცხადა ამირან გიორგაძემ

დღეს, 25 ივნისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე განსახილველად შვიდი საკითხი იყო გატანილი და დეპუტატებმა შვიდივე მათგანს მხარი დაუჭირეს.

რადიო „მარნეული“



Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər