ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეში წყლის ჭაში მუშაობის დროს
მამაკაცი დაიღუპა
- ის საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის
თანამშრომელი იყო და ადგილზე წყლის ჩამკეტებს აკეთებდა.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე
გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა
სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც
ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.