ენმ-ის ცნობით, ფოთში მათი ოფისი დაარბიეს
„ნაციონალური მოძრაობის” ცნობით, ფოთში პარტიის ოფისი დაარბიეს.
ინფორმაცია გაავრცელა ფოთის რაიონული ორგანიზაციის ოფისის თავმჯდომარემ, დავით ხომერიკმა. მისი თქმით, ოფისში ჩამსხვრეულია ფანჯრები.

მისი თქმით, ოფისში არის ორმაგი შუშები, რის გამოც, სავარაუდოდ, რამდენჯერმე მაინც ისროლეს მძიმე საგნები, მათ შორის ქვები.

ხომერიკი აღნიშნავს, რომ ადგილზე მუშაობენ
სამართალდამცავები და გამომდინარე იქიდან, რომ ცენტრალური ქუჩაა და კამერები ყველგან აყენია, თავდამსხმელების დადგენა არ უნდა გაუჭირდეთ, თუმცა მისი თქმით, გამოძიების იმედი არ აქვს, რადგან თავდასხმა თავად „ხელისუფლების წახალისებულია”.
წყარო: პუბლიკა

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər