საქართველოს საფეხბუთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის
დასკვნით მატჩში პორტუგალიის ნაკრებს შეხვდება.
მატჩი გელზენკირხენში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
როგორც ცნობილია, ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს
ნაკრებმა 18 ივნისს, თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა, ხოლო 22
ივნისს გამართულ მეორე მატჩში ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა
ფრედ, 1:1
დაასრულა, შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა
მოიპოვა.
EURO 2024-ის მატჩების ღია ჩვენებები საქართველოს ყველა ქალაქში დიდ
ეკრანებზეა შესაძლებელი. თამაშს თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე
აჩვენებენ.