კრიმინალი
პოლიციამ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ათამდე სავაჭრო ობიექტის გაქურდვის ფაქტები გახსნა - დაკავებულია 3 პირი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქუთაისში 3 პირი დააკავეს, რომლებმაც სხვადასხვა დროს ბორჯომსა და ქუთაისში ათამდე სავაჭრო ობიექტი გაქურდეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებით დადგინდა, რომ 2000 წელს დაბადებულმა ლ.ჯ.-მ და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ორმა პირმა -2000 წელს დაბადებულმა გ.მ.-მ და 2003 წელს დაბადებულმა მ.ჯ.-მ მიმდინარე წლის 21 იანვარს ქალაქ ბორჯომში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე სასურსათო მაღაზია გაქურდეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

ასევე, გამოძიებით დადგინდა, რომ ბორჯომში ჩადენილი დანაშაულის გარდა, არასრულწლოვანმა მ.ჯ.-მ, თანმხლებ პირებთან ერთად, ქუთაისში 6 სავაჭრო ობიექტი გაქურდა. ისინი აღნიშნული ობიექტებიდან სხვადასხვა ნივთებს და ფულს იპარავდნენ, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილს ტოვებდნენ.

პოლიციამ სამივე პირი, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 29 იანვარს, ქუთაისში დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობას გულისხმობს.

წყარო: police.ge
| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
მარტვილში 15 წლის ბიჭმა თავი მოიკლა.
ადგილობრივები განიხილავენ, რა გახდა სკოლის მოსწავლის სუიციდის
მიზეზი.
11:49 / 21.04.2019
მარტვილში 15 წლის ბიჭმა თავი მოიკლა. ადგილობრივები განიხილავენ, რა გახდა სკოლის მოსწავლის სუიციდის მიზეზი.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვისთავში
მაღაზია გაქურდეს.
10:44 / 21.04.2019
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვისთავში მაღაზია გაქურდეს.
შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული
ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის
ბრალდებით,
10:33 / 21.04.2019
შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით,
ვარკეთილში “ლიბერთი ბანკის” ოფისი დააყაჩაღეს.
ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ.
12:36 / 19.04.2019
ვარკეთილში “ლიბერთი ბანკის” ოფისი დააყაჩაღეს. ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო
სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ
12:35 / 19.04.2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ
ბანგლადეშში 19 წლის ნასრა ჯაჰან რაფი, რომელმაც
სკოლის დირექტორს სექსუალურ შევიწროებაზე უჩივლა,
17:55 / 18.04.2019
ბანგლადეშში 19 წლის ნასრა ჯაჰან რაფი, რომელმაც სკოლის დირექტორს სექსუალურ შევიწროებაზე უჩივლა,
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე,
გლდანის რაიონის გამგეობის მუხიანის
11:37 / 18.04.2019
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე, გლდანის რაიონის გამგეობის მუხიანის
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო
სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო
ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
09:18 / 18.04.2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,