ხიხანის მოსახლეობას სურსათის მარაგი ეწურება (ვიდეო)

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხანში, 125 მოსახლეა.
ადგილობრივებს არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ამ დროისათვის, არანაირი შემოსავალი არ გააჩნიათ.



„ჩემი ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა. კი შევიძინეთ სურსათი, მაგრამ უკვე გველევა და მერე არ ვიცი რას ვაჭმევ ბავშვებს. იგივე მდგომარეობაშია თითქმის მთელი სოფელი“ - ამბობს ნარგიზა გორგაძე.



აღარც სოფლის ერთადერთ მაღაზიაშია დარჩენილი ბევრი სურსათი. ,,სრულყოფილად ვერ ვახერხებთ შემოტანას, დისტრიბუტორებიც აღარ მოდიან. პირველადი საჭიროების პროდუქტები, მაგალითად, ზეთი, შაქარი აღარ გვაქვს.“-ამბობს მაღაზიის მეპატრონე.



ხიხანში მედიკამენტების, პირბადეებისა და პირველადი მოხმარების ნივთების პრობლემაცაა.



21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე 23 მარტს გადავიდა. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულელ ქალს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი ინფიცირების წყარო მაშინ ვერ დადგინდა.


რადიო "მარნეული"
ლელა მახარაძე
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია