404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
მარნეული
პლატფორმა სალამი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს დროულად დაიწყოს მიწის კანონის რეფორმა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ქესალოში მოსახლეობა ამბობს, რომ სასულიერო პირი, მათ , მიწების დამუშავებას უშლის. როგორც ადგილობრივები გვიყვებიან, 12 ჰექტარ მიწის ნაკვეთს ისინი ყოველწლიურად ამუშავებენ. ამბობენ, რომ 2020 წლიდან სახელმწიფოს მიწის გადასახადს ოფიციალურად უხდიან, ამის დასტურად მათ საბუთები გვაჩვენეს. საკადასტრო კოდით ირკვევა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს საკუთრებაა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მღვდელი მოსახლეობას უმტკიცებს, რომ ნაკვეთები მისი საკუთრებაა.

პლატფორმა სალამი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ქესალოში განვითარებულ მოვლენებს ფეისბუქ გვერდის მეშვეობით ეხმიანება:

"22 იანვარს, პლატფორმა სალამის ბორდის წევრები ვიმყოფებოდით სოფელ მეორე ქესალოს მიმდებარე ტერიტორიაზე და ვაკვირდებოდით ადგილზე მიმდინარე პროცესებს. ასევე შევეცადეთ მაქსიმალურად მოგვესმინა, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე სახელწიფო უწყებების წარმომადგნელების პოზიციებისთვის. უნდა ითქვას, რომ სოფელში ჩვენი ყოფნის პერიოდში, ზემოთ აღნიშნული სასულიერო პირი სადავო მიწის ნაკვეთთან არ გამოჩენილა და შესაბამისად, შეუძლებელი იყო მისი პოზიციების მოსმენა. მიუხედავად ამისა, დღევანდელი დაკვირვებები გვაძლევს საფუძველს, რომ გამოვეხმაუროთ ამ საკითხს და გაგიზიაროთ ჩვენი დაკვირვებები.
უპირველს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ სადაო მიწის ნაკვეთი ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და სამართლის მატერიალური გაგებით, არც ერთ სხვა პირს არ აქვს უფლება მასზე. მიუხედავად ამისა, ხაზგასასმელია, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ფლობს დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ იგივე ფართის მიწის ნაკვეთზე მათ აქვთ ქონების დეკლარაცია შევსებული და გადასახადი გადახდილი (საკადასტრო კოდის მითითების გარეშე).
მოსახლეობასთან საუბარში ვლინდება, რომ აღნიშნულის გაკეთება მათ ურჩიეს ეკონომიკის სამინისტროს მარნეულის სამსახურში, სადაც შეუვსეს ეს დეკლარაცია, იმ დათქმით, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ამ მიწით სარგებლობის უფლება ექნებოდა. ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ მოსახლეობას ჰქონდა გონივრული საფუძველი ეფიქრა, რომ მათ აღნიშნული მიწით სარგებლობის უფლება სახელწიფოს წარმომადგენლებისგან ჰქონდა.
ამასთანავე, უნდა ითქვას, რომ ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, ისინი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აქტიურად ამუშავებენ ამ მიწას იმ განსხვავებით, რომ აქამდე ისინი იჯარას უხდიდნენ ადგილობრივ სასულიერო პირს. როგორც გაირკვა მოსახლეობა ყოველ ჰექტარზე სასულიერო პირს უხდიდა 500 ლარს.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სადავო მიწის გარდა, მოსახლეობის მიხედვით, ზემოთ ხსენებული სასულიერო პირი იჯარით გასცემდა და გასცემს სხვა მიწის ნაკვეთებსაც. თუმცა, საჯარო რეესტრში მის ან სხვა ორგანიზაციის სახელზე აღნიშნული მიწის ნაკვეთები არ ფიქსირდება. რაც, სამწუხაროდ, მოსახლეობაში აჩენს უსამართლობის და მათი უფლებების დარღვევის განცდას.

ასევე, სოფლის მკვიდრების თქმით, მიწის დამუშების პროცესში გამოცხადდა ეპარქიის მღვდელი და მათ მუშაობის შეჩერება მოსთხოვა. გლეხების თქმით, მან ასევე დასძინა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთები არ ეკუთვით მოსახლეობას, საქართველოს მოქალაქეებს და აზერბაიჯანის საზღვრის მითითებით მათ მიუთითა სხვაგან მოეძებნათ ადგილები. ჩვენი ღრმა რწმენით, ამ ტიპის შოვინისტურ-ნაციონალისტური განცხადებები აფერხებს და აზიანებს ქვეყნის სამოქალაქო ერთობას და იწვევს ფრუსტრაციას და დეინტეგრაციას არადომინანტ ეთნიკურ/რელიგიურ ჯგუფებში.
განსაკუთრებული ყურადღების ღირსია ადგილობრივი თვითმმართველობის და პოლიციის აქტიურობა, რომლებიც აპელირებენ იმაზე, რომ ეს მიწა სახელიწფოს საკუთრებაა და არავის აქვს ამ მიწაზე ექსკლუზიური უფლება. ხოლო, მათი განცხადებით, ის, ვინც შეეცდება შესაბამისი პროცედურების გარეშე ამ მიწის დამუშავებას, დაისჯება შესაბამისი კანონმდებლობით. ეს პოზიცია კანონიერი შეიძლება იყოს, თუმცა ჩვენშიც და ადგილობრივ მოსახლეობაშიც აჩენს არათანაბარი მოპყრობის და დისკრიმინაციის ნიშნებს. რადგანაც, არც პოლიცია და არც ადგ. თვითმმართველობის საზედამხედველო ორგანო ასეთი შემართებით არ იცავდა და არც ახლა იცავს სხვა მიწის ნაკვეთებს დამუშავებისგან, რომლებიც მოსახლეობის თქმით, ადგილობრივ სასულიერო პირს უკვე იჯარით აქვს უკვე გაცემული.
ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, პლატფორმა სალამი მოუწოდებს:
• საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, რომ მიიღოს მოსახლეობის კოლექტიური განცხადება და დაიწყოს ადგილობრივი გლეხებისთვის აღნიშნული მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემის პროცედურა.
• ადგილბორივ თვითმართველობას, რომ დააყენოს შუამდგომლობის საკითხი ეკონომიკის სამინისტროსთან, რომ მოსახლეობაში არსებობს მიწის რესურსების საჭიროება.
• საქართველოს პარლამენტს, რომ დროულად დაიწყოს მიწის კანონის რეფორმა და გადასცეს მიწა გლეხებს.
• საქართველოს სხვა რეგიონებში მცხოვრებ გლეხებს, იყვნენ სოლიდარულები მარნეულის სოფელ მეორე ქესალოს მოსახლეობის მიმართ.
• ჰუჯაბის და მარნეულის ეპარქიას, რომ იმუშაონ ადგილობრივ მოსახლეობასთან და გაავრცელონ მოყვასის სიყვარული.
• ადგილობრივ მოსახლეობას, რომ გააგრძელონ სამართლიანობისთვის ბრძოლის კოლექტიური პრაქტიკები, სოლიდარულად დაიცვან ერთმანეთის უფლება მიწით სარგებლობაზე და შეინარჩუნონ მშვიდობა და სიმშვიდე ამ გრძელ და დამღლელ პროცესში.- წერია სალამის განცხადებაში

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ქესალოში სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე დაწყებული დავის შესწავლა ადამიანის უფლებების, სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა დაიწყო. როგორც EMC-ს თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე რადიო „მარნეულთან“ აცხადებს, მნიშვნელოვანია ადგილობრივი გლეხების სოციალური ინტერესი და მოთხოვნა, რათა მათ ჰქონდეთ საკმარისი რესურსი სოფლის მეურნეობისათვის.



FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია