მარნეულელმა კიკბოქსიორმა საერთაშორისო ტურნირზე ქამარი შეინარჩუნა
სომხეთის დედაქალაქ ერევანში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე კოკბოქსინგში, მარნულელმა სპორტსმენმა გიორგი მირზოიანმა ორგანიზაციის ქამარი მეორედ მოიპოვა . როგორც რადიო ,,მარნეულთან" გამარჯვებულის მწვრთნელი, კახა ჭკადუა ყვება, სპორტსმენმა პირველი გამარჯვება, ოთხი წლის ასაკში მოიპოვა და მას შემდეგ არარეთი ბრძოლა აქვს წარმატებით დასრულებული.


,, გიორგი ჩემთან ოთხი წლის იყო, რომ მოიყვანეს, აღმოაჩნდა დიდი ნიჭი ამ სპორტში და იმის მერე ბევრ წარმატებას მიაღწია. ოქტომბერში მოიპოვა ეს ქამარი და ახლაც შეინარჩუნა. მაშინ მოწინააღმდეგე ირანელი იყო, დაამარცხა და გახდა ორგნიზაციის ქამრის მფლობელი. იგივე მოწვევა იყო ახლაც, გიორგის დაუპირისპირდა ადგილობრივი სპორტსმენი, სამ რაუნდიან ბრძოლაში, კ1 წესებით, პირველივე რაუნდში, 30 წამში ტექნიკური ნოკაუტით დამარცხა მოწინააღმდეგე და ქამარი კვლავ ჩვენ წამოვიღეთ საქართველოში.
გიორგის ხუთი პროფესიონალური პრძოლა აქვს ჩატრებული, რომლებიც მისი გამარჯვებით დასრულდა. ასევე არის მრავლგზის საერთაშორისო და საქართველოს ჩემპიონატების გმარჯვებული".
- თქვა ჭკადუამ


საერთაშორისო ტურნირნირი ქალაქ ერევანში 18-19 ივნისს გაიმართა, სადაც სპორტსმენები საქართველოდან, რუსეთიდან და ირანიდან იღებდნენ მონაწილეობას. კახა ჭკადუას თქმით, საქართველოდან გიორგის გარდა სხვა მუნიციპალიტეტის კიკბოქსიორებიც მონაწილეობდნენ და მთლიანობაში, ისინი ორი ქამრით დაბრუნდნენ სამშობლოში.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია