ყიზილაჯლოში კერძო პირს მიწის ნაკვეთი „რიტუალების სახლის“ ასაშენებლად გადასცეს
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სოფელ ყიზლაჯლოში მიწის ნაკვეთის კერძო პირისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, აღნაგობის უფლებით, ორი წლის ვადით გადაცემას დაუჭირა მხარი.

დღეს, 16 დეკემბერს, გამართულ საკრებულოს სხდომაზე საკითხის მომხსენებელმა გივი გიორგაძემ განაცხადა, რომ ყიზილაჯლოში მიწის ნაკვეთის გადაცემა ნარიმან ახუნდოვს სურს.

მიწის ნაკვეთის კერძო პირისათვის გადაცემასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა მარნეულის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელმა მამუკა შუბითიძემ.

„აღნიშნული მიწის ნაკვეთი გადაეცემათ იმ მიზნით, რომ იქ ეს პიროვნება მოახდენს სოფლისათვის „რიტუალების სახლის“ აშენებას, რის შემდეგაც დაუბრუნებს მუნიციპალიტეტს ამ ფართს“ - განმარტა მამუკა შუბითიძემ

საკრებულოს გადაწყვეტილებით, სოფელ ყიზილაჯლოში მიწის ნაკვეთი პირდაპირი განკარგვის უფლებით ნარიმან ახუნდოვს გადასცეს.

დღეს გამართულ საკრბეულოს სხდომაზე დეპუტატებმა ყველა საკითხთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები