მერიას ნოვრუზ ბაირამზე მოწვეული სტუმრების გამასპინძლება 13 397 ლარი დაუჯდა
მარნეულის მუნიციპალიტეტს ნოვრუზ ბაირამზე მოწვეული სტუმრების გამასპინძლება 13 397 ლარი დაუჯდა. შესყიდვების ვებ-გვერდზე ორი გამარტივებული შესყიდვაა განხორციელებული. ერთი 12`085 ლარიანი, ხოლო მეორე 1`312 ლარიანი.

მარნეულის მერიამ 12 085 ლარი შპს „KILIM“ - ს გადაუხდა.

„მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 21 მარტს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით, მასპინძლობს მოწვეულ სტუმრებს სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურული ერთეულებიდან. გამომდინარე აქედან,
გვესაჭიროება აღნიშნული სტუმრების სადილით გამასპინძლება. გთხოვთ, დაავალოთ შესაბამის სამსახურს, უზრუნველყოს სტუმრების გამასპინძლება და განახორციელოს შესყიდვასთან დაკავშირებული ქმედების განხორციელება მოქმედი კანონმდბლობით დადგენილი წესის შესაბამისად.“
- წერია მარნეულის მერის, კენან ომაროსვითვის მიწერილ მოხსენებით ბარათში.

რაც შეეხება, მეორე გამარტივებულ შესყიდვას, ადგილობრივმა თვითმმართველობამ 1 312 ლარი რესტორან „სადღეგრძელოს“ გადაუხადა.

„მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 20 მარტს ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით იგეგმება სტუმრების სადილით გამასპინძლება. გთხოვთ წარმომადგენლობითი ხარჯებიდან გამოყოთ შესაბამისი თანხა“ - წერია მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარისათვის მიწერილ მოხსენებით ბარათში.

აღსანიშნავია, რომ მარნეულში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული 21 მარტს აღნიშნა. მუნიციპალიტეტს ესტუმრა და დღესასწაული მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და სხვა ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

/გარეკანის ფოტო აღებულია საქართველოს მთავრობის ფეისბუქ გვერდიდან./
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები