სასკოლო სპორტული ოლიმპიადისთვის მარნეულის მერიამ ფორმები 2 434 ლარად შეიძინა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ „სასკოლო სპორტული ოლიმპიადისთვის“ 66 ფორმა გამარტივებუი წესით შპს „საქართველოს ფოლკლორისა და ტურიზმის განვითარების ცენტრი ნატალი“-საგან შეისყიდა.

გამარტივებული შესყიდვის მოხსენებითი ბარათის მიხედვით, „სასკოლო სპორტული ოლიმპიადის“ რეგიონალური თამაშები თებერვლის ბოლოს ჩატარდება.

„მოგახსენებთ, რომ 2023 წელს მარნეულის მუნიციპალიტეტში ჩატარდა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური ეტაპი. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობდა 34 საჯარო სკოლა, 1309 მოსწავლე, მათ შორის 806 ვაჟი და 503 გოგონა. 2024 წლის თებერვლის თვის ბოლოს დაგეგმილია სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონალური თამაშები, სადაც მონაწილეობა უნდა მიიღონ ჩვენი მუნიციპალიტეტის გამარჯვებულმა გუნდებმა; ფეხბურთში (ვაჟებში 12), ფრენბურთში (ვაჟებში 12 და გოგონებში 12), მაგიდის ჩოგბურთში (ვაჟებში 5 და გოგონებში 5), გეზრბენში (ვაჟებში 6 და გოგონებში 6) და კალათბურთში (ვაჟებში 4 და გოგონებში 4).
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონალურ თამაშებზე ასპარეზობისთვის საჭიროა 66 წყვილი (მაისური და შორტი) სპეციალური სათამაშო ფორმა(ლოგეოებით და გერბებით)“.
- აღნიშნულია მარნეულის მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ხელმძღვანელის ნინო დეკანოიძის მოხსენებით ბარათში

მარნეულის მერიამ 66 სპორტული ფორმა, გამარტივებული წესით, 2 434 ლარად შეისყიდა.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ გასულ წელს „სასკოლო სპორტული ოლიმპიადისათვის“ თასები და ინვენტარი 2 276 ლარად შეიძინა.

ფოტო: მარნეულის მერია (არქივი)
რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები