ახკერპის შიდა გზების რეაბილიტაციის ტენდერი არ შედგა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახკერპის შიდა გზების რეაბილიტაციის
სამუშაოების შესყიდვის ტენდერი არ შედგა.
მარნეულის მერია 268`132 ლარად გეგმავდა ახკერპში გზის დაგებას.
ტენდერში მონაწილეობა არცერთმა კომპანიამ არ მიიღო. უცნობია როდის
გამოაცხადებს თვითმმართველობა ახალ ტენდერს. სატენდერო დოკუმენტაციის
თანახმად შიდა გზებზე შემდეგი სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო:
“ტრასის აღდგენა და დამაგრება ტრასის გვერდების გაწმენდა
ეკალბარდისაგან. სავალ ნაწილზე არსებული ტალახნარევი ხრეშოვანი
საფარის აღება მექანიზმით მისი თვითმცლელზე დატვირთვით 90%,
მექანიზმით მიუდგომელ ადგილებში იგივეს დამუშავება ხელით 10 %მოჭრილი
ზედაპირის მოშანდაკება მექანიზმით და სხვა”
ახკერპში შიდა გზების დაგებისათვის თანხის 95% -ს სახელმწიფო ბიუჯეტი,
ხოლო 5% - ადგილობრივი თვითმართველობა აფინანსებს.
გარეკანის ფოტო: რადიო"მარნეულის" არქივი