მარნეულის ბაზარი- სტიქიის შედეგები
მარნეულის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა სოფლები, მარნეულის ქუჩები. ყველაზე დიდი ზარალი მიყენებულია ბაზრის ტერიტორიაზე.

უხვმა ნალექმა წალეკა ტერიტორიაზე არსებული სავაჭრო დახლები, გაფუჭდა საქონელი, პროდუქტები.

ბაზრის მცირეს ბიზნესის მფლობელები ამ ეტაპზე გაწმენდით სამუშაოებს ატარებენ.

ტერიტორიაზე მუშაობს ტექნიკა. ბაზრის ადმინისტრაცია ჯერ ვერ აკონკრეტებს თუ რამდენად დიდია მიყენებული ზარალი. ადმინისტრაცია მინიმუმ ერთ კვირიან ვადაზე საუბრობს.

მარნეულის მერია, 26
მაის განაცხადა რომ დაკომპლექტებულია კომისია რომელიც ზარალის დათვლას დაიწყებს. ამოქმედებულია ცხელი ხარი სადაც დაზარალებულებს შეუძლიათ მიყენებული ზარალის შესახებ აცნობონ მერიას.

გასული ღამის განმავლობაში უხვი ნალექის შედეგად მდინარე ალგეთი ადდიდა და მარნეულის ქუჩები დატბორა


მარნეულში სტიქიის ადგილიდან ადამიანების გამოყვანა ვერტმფრენით გახდა საჭირო. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს და წერს, რომ მეხანძრე-მაშველებმა სამაშველო ღონისძიებების შედეგად, ყველა მათგანი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.

“უხვი ნალექის გამო მარნეულის მუნიციპალიტეტში დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და სხვადასხვა ობიექტი. მათ შორის, მდინარის ადიდების შედეგად დაიტბორა წითელი ხიდის მიმდებარედ არსებული ერთ-ერთი კვების ობიექტი, რომელშიც მოქალაქეები იმყოფებოდნენ. მეხანძრე-მაშველებმა მყისიერად ჩატარებული სამაშველო ღონისძიებების შედეგად, ყველა მათგანი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. სამაშველო ღონისძიებაში, ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.
განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების სამაშველო ჯგუფის მიერ, ასევე, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის გამოყენებით, უსაფრთხო ადგილზე იქნა გადაყვანილი მოქალაქე, რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში, მდინარე ქცია-ში არსებულ კუნძულზე იმყოფებოდა და ვერ ახერხებდა ნაპირზე გასვლას.”
- წერია განცხადებაში.




Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google