მარნეულში ახალი წლიდან დღემდე ცხოველის მიერ ადამიანის დაკბენის 536 შემთხვევა დაფიქსირდა
მარნეულის მუნიციპალიტეტში 2024 წლიდან დღემდე, ცხოველის მიერ ადამიანის დაკბენის 536 შემთხვევა გამოვლინდა. როგორც რადიო „მარნეულს“ მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს, სტატისტიკა ასახავს ახლი წლის დაწყებიდან 13 ივნისის ჩათვლით მონაცემებს.

ცენტრში განგვიმარტეს, რომ 536 შემთხვევიდან, ორი გველის ნაკბენია, დანჩენი ძაღლის, კატის, ვირთხისა და სხვა ცხოველების. ამ
პერიოდში ცოფით ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

საზოგადოებრივ ჯანდაცვაში აცხადებენ, რომ მარნეულის მასშტაბით ანტირაბიული კაბინეტები ფუნქციონირებენ. მათ შორის, ერთი ჯეო ჰოსპიტალში, ერთი ავერში და ერთი მარნეულის ძველი საავადმყოფოს შენობაშია განთავსებული.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები