აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ცირკის მიმდებარედ უცნობი პირები თავს დაესხნენ
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე უცნობი პირები აქციის მონაწილეებს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ტელემედიებით ვრცელდება თავდასხმის და დაშავებულთა კადრები.

თვითმხილველები ყვებიან, რომ 10-ზე მეტი უცნობი პირი მანქანებით მოვიდნენ, აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ. ერთ-ერთი თვითმხილველის მიხედვით, თავდაპირველად მანქანა განზრახ დაეჯახა ველოსიპედიან კაცს. ერთ-ერთი დაშავებული „TV პირველს“ ეუბნება,
რომ ის ძირს დაგდებული ადამიანის დასახმარებლად მივიდა, რა დროსაც ხელი კრეს, წააქციეს და სცემეს.




წყარო: პუბლიკა

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები