9 თვეში ქვემო ქართლში ავარიის დროს 32 ადამიანი დაიღუპა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული 3 კვარტლის მონაცემებით ქვემო ქართლში 2023 წელს ავარიას 32 ადამიანი ემსხვერპლა.

მათივე მონაცემების მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მიხედვით, პირველ კვარტალში 101 ავარია მოხდა, მეორე კვარტალში 106, მესამე კვარტალში კი 120.

სტატისტიკის მიხედვით, პირველ კვარტალში ავარიის დროს 7 ადამიანი დაიღუპა და 158 დაშავდა, მეორე კვარტალში 8 დაიღუპა და
145 დაშავდა. ხოლო მესამე კვარტალში 17 დაიღუპა და 167 დაშავდა.

მომხდარი ავარიების რიცხვით ქვემო ქართლი საქართველოს რეგიონებში მე-4 ადგილზე იმყოფება.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები