Insider: რუსეთში ძებნილი ილკინ მელიკოვი თბილისიდან გაიტაცეს და რუსეთში დააბრუნეს
რუსეთის მოქალაქე ილკინ მელიკოვი, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა რუსეთში პოლიციელების მიერ ცემისა და მუქარების შემდეგ, თბილისიდან 2022 წელს გაიტაცეს და რუსეთში გაიყვანეს, იტყობინება რუსული დამოუკიდებელი მედია „ინსაიდერი“.
მათი ცნობით, ეს ისტორია მელიკოვმა, რომელიც ახლა ეკატერინბურგის წინასწარი დაკავების იზოლატორშია, გამოცემა „ვოტ ტაკ“-ს მოუყვა. მელიკოვის თქმით, იგი 2022 წლის აპრილში თბილისში გაიტაცეს უცნობმა ადამიანებმა სამოქალაქო ტანსაცმელში, შემდეგ კი რუსეთში
გადაიყვანეს და დააძალეს ხელმოწერა დოკუმენტზე, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მან საზღვარი თავისი ნებით გადაკვეთა.

საქართველოში ჩამოსვლამდე, 2019 წლის სექტემბერში, მელიკოვი ნიჟნევარტოვსკში დააკავეს და მოწმის სტატუსით დაკითხეს. თავად მელიკოვი ამბობს, რომ პოლიციელები მას ემუქრებოდნენ, სცემდნენ და ნარკოტიკების „ჩადებით“ ემუქრებოდნენ, თუმცა საბოლოოდ გამოუშვეს. პროკურატურაში უშედეგო მიმართვის შემდეგ ოქტომბერში ქვეყანა დატოვა. 2019 წლის ნოემბერში კი მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობა დასდეს ბრალად.

მანამდე ასევე იყო დაფიქსირებული საქართველოდან რუსეთში გატაცების შემთხვევა – 2023-ის ნოემბერში რაფაილ შეპელევის.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123