რუსეთი იმუქრება პასუხით, თუ ლიტვაში რუსულნომრიანი მანქანების კონფისკაციას დაიწყებენ
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმუქრება პასუხით, თუ ლიტვაში რუსულნომრიანი მანქანების კონფისკაციას დაიწყებენ.

"ვილნიუსის ეს გადაწყვეტილება თუ ამოქმედდა, შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც სახელმწიფო დონეზე შესრულებული უხეში ძარცვის აქტი. ასეთი დისკრიმინაციული ქმედებები, რა თქმა უნდა, უპასუხოდ არ დარჩება". – ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი.

ლიტვაში მიღებული ახალი კანონის მიხედვით ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული რუსულნომრიანი მანქანების პატრონებმა უნდა გადაარეგისტრირონ მანქანები. წინააღმდეგ შემთხვევაში ავტომობილები ექვემდებარება კონფისკაციას.

"კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის მოქალაქეებს გამოიყენონ დარჩენილი დღეები რისკების მინიმალიზაციის მიზნით". – წერია ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს 3 მარტის განცხადებაში.

ახალი კანონი ლიტვის ტერიტორიაზე 11 მარტიდან ამოქმედდება. 

წყარო: ტაბულა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები