საქართველოში ჩამოსული ტურისტებისთვის ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევა 2026 წლის 1-ელ იანვრამდე გადავადდა
საქართველოში ჩამოსული ტურისტებისთვის ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევა 2026 წლის 1-ელ იანვრამდე გადავადდა.

პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა “ტურიზმის შესახებ“ კანონში ცვლილებას, რომლის მიხედვით, საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის ქონის ვალდებულება 2026 წლის 1-ელ იანვრამდე არ ექნებათ - პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტით, კანონის შესაბამისი ნორმა 2026 წლის 1-ელ იანვრამდე გაჩერდა.

პროექტი პარლამენტს
“ქართული ოცნების“ დეპუტატებმა წარუდგინეს.

„ტურიზმის შესახებ“ კანონის შესაბამისად, საქართველოში შემომსვლელ ტურისტს ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევა უნდა ჰქონდეს. აღნიშნული პირობა კი, 2024 წლის 1-ელი ივნისიდან უნდა ამოქმედებულიყო.

როგორც პროექტი ინიციატორები განმარტავენ, “საქართველოში შემომსვლელი ტურისტების ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების შემუშავების პროცესში მთელი რიგი საკითხები გამოიკვეთა, რამაც კანონის შესაბამისი მოთხოვნის 2026 წლის 1-ელ იანვრამდე შეჩერება გახადა მიზანშეწონილი.

„იკვეთება, რომ კერძო სექტორი ადაპტირებისთვის დამატებით ვადებს საჭიროებს და ამ ეტაპისთვის, მოსალოდნელ ცვლილებებს ვერ ხვდება მზად.

ახალი რეგულაციების დანერგვა და ამოქმედება საჭიროებს მრავალსაფეხურიან მოსამზადებელ პროცესს - მათ შორის კერძო სექტორის, ასევე უცხო ქვეყნის საელჩოებისა და საკონსულოების სათანადო ინფორმირებას, საინფორმაციო კამპანიების წარმოებას და სხვა შესაბამისი სახის ღონისძიებების გატარებას, რაც ეფექტიანად დაეხმარება სექტორს აღნიშნულ ცვლილებებთან ადაპტირების პროცესში“,
- აღნიშნულია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები