404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
კრიმინალი
თბილისში კაცმა ყოფილი მეუღლე დაჭრა – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით თბილისში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში ყოფილმა ქმარმა ყოფილი მეუღლე ცივი იარაღის გამოყენებით ყელის არეში დაჭრა. შსს-ს ცნობით დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობისა და ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1976 წელს დაბადებული ა.გ. შემთხვევის ადგილზე დააკავა.

შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა მამაკაცმა ყოფილ მეუღლეს მისსავე სამსახურში, გლდანში მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტში მიაკითხა, რითაც ქალის დაცვის მიზნით, კაცის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერის პირობები დაარღვია, და ყოფილი მეუღლე ყელის არეში დაჭრა.

სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება 11 პრიმა 281-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 11 პრიმა-19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას და ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წყარო: ნეტგაზეთი
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია