მუშევანის მოსახლეობა სოფელთან ახლოს კომპანია "არემჯი"'-ის მიერ დაანონსებულ მადნეულის მოპოვების პროექტს აპროტესტებს
ბოლნისის მუნიციპალიტეტში, მუშევანის მოსახლეობა სოფელთან ახლოს კომპანია "არემჯი"'-ის მიერ დაანონსებულ მადნეულის მოპოვების პროექტს აპროტესტებს. აგილობრივებმა ხელმოწერების შეგროვება უკვე დაიწყეს. მუშევანში მცხოვრებლები ამბობენ, რომ წიაღისეულის მოპოვების პროექტზე კომპანიამ კონსულტაციები მხოლოდ სოფლის ერთ ნაწილთან გაიარა. "არემჯი"-ს პროექტის მიხედვით, წლის განმავლობაში, დაგეგმილი აფეთქებების რაოდენობა დაახლოებით 55 იქნება. (კვირაში ორჯერ). ხოლო საბურღი დანადგარები წლის განმავლობაში იმუშავებს 200 საათის განმავლობაში. აფეთქებით გამოწვეული ხმაურის ხანგრძლივობა, ყოველ ჯერზე. რამდენიმე წამი გაგრძელდება. მოსხლეობა შიშობს, რომ აღნიშნული გარემოება მათი სოფლის ეკოლოგიზე მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი იქნება.

" ამათ გეგმაში წერია, რომ აქ ოქრო, ვერცხლი, სპილენძი და დენთი არისო. აღნიშნეს, რომ 2022 წლიდან 2027 წლამდე აფეთქებები იქნება. რაც საჭიროა აიღებენ და წავლენ. 5 წლის განმავლობაში რუკაც მოგვცეს სად როგორ ააფეთქებენ, გვითხრეს, რომ როცა აფეთქება იქნება, მაგალითად შეგატყობინებთ, რომ 11 დან 4 მდე სახლში არ დარჩეთ გარეთ გადითო. რატომ? იქნებ მე სტუმარი მყავს და სტუმარს უნდა ვუთრა მოდი გარეთ დავრჩეთ, აფეთქება იქნება-თქო? ამბობენ თუ თქვენი სახლი დაზიანდა, მოვალთ გავარემონტებთო. არ გვინდა მათი რემეონტი. დარჩეს ძველი სახლები როგორც არის აღარ გვინდა მათი აფეთქება. ჩვენ ამას ვითხოვთ. უნდა მოვიდნენ და მთელი სოფლის მაცხოვრებლებს შეხვდნენ. 2-3 კაცს კი არა. აქ ბევრი ცხოვრობს. რატომ მოდიან და მხოლოდ ასაკოვანებს ხვდებიან. მათ რა ცოდნა აქვთ? ეს ადგილი სოფლის ბოლოშია. ესენი მინიმალურ ზომას იღებენ რომ 400 მეტრ რადიუსზე იმოქმედებს აფეთქებაო. რატომ იღებენ მინიმალურს. რამეს ზომას თუ იღებ. მაქსიმალურიც უნდა აღნიშნო. ჩვენ გვინდა რომ ეს საქმე შეჩერდეს." - ამბობს მუშევანში მცხოვრები რასიმ მამედოვი.

"მოსახლეობის თანხმობის გარეშე უნდათ აქ რაღაცის გაკეთება. მთებს ააფეთქებენო, მადანი უნდა ამოვიღოთო.ჩვენ ვიცით ამ აფეთქებების შედეგები. რადიაცია. საბჭოთა კავშირის დროს მეზოებელი სოფლების მთები ააფეთეს და მაშინ აქ გაჩერება შეუძლებელი იყო. სოფლის რამდენიმე მკვიდრის ყალბი ხელმოწერები შეაგროვეს ვითომ ბუნებრივი აირი გაყავთ სოფელში. ამ ხელმოწერებით კომპანიაზე მუშაობდნენ და კომპანია მოვიდა ამ სოფელში ინვესტიციის ჩასადებად. ამ კომპანიის მიზანი რომ ცნობილი გახდა სოფლის ახალგაზრდებისთვის მერე ესენიც ფეხზე დადგნენ. იმიტომ, რომ ესენი მომავალი თაობაა, ამათ მომავალი ცხოვრების წესი აქვთ. აფეთქების ადგილიდან ჩვენი სოფლის ბოლომდე 2 კმ მანძილია. ამ სახლების ჩამოგრევა, ამ ადმიანების შიში როგორ იქნება. რა უნდა ქნას ამ ხალხმა? წყალი გვაქვს და ამ ხალხს რატომ ატყუებენ რომ წყლისთვის ვაგროვებთო ხემოწერას. ჩვენ ხომ გვქონდა წყალი? ვითომ გაზი გაჰავთ და მაგისთვის აგროვებენ ხელმოწერას. არანაირი გაზი და წყალი არაა. ესენი მხოლოდ იმ კომპანიას ემსახურებიან. მე მიხარია რომ ეს ახალგაზრდები ერთად შეიკრიბნენ და მომავალი ადარდებთ მათ. ბუნება უნდა დაიცვან" -
ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი ალიხან იაჰიაოღლუ.

მოსახლეობას ადვოკატირების პროცესში პლატფორმა "სალამი" ეხმარება. როგორც ერთ-ერთი დამფუძნებელი, რაბილ ისმაილი ამბობს, ადგილობრივების ხელმოწერებს გარემოს ეროვნულ სააგენტოში, რეკომენდაციების გასათვალისწინებლად წარადგენენ.

"ამ სოფელთან ახლოს იგეგმება საველე სამუშაოების ჩატარება, გათხრები და პროექტით გათვალისწინებული 55-ჯერ აფეთქებითი სამუშაოები. დღეს არის ბოლო დღე, როდესაც მოსახლეობას შესაძლებლობა ეძლევა ამ პროექტის შესახებ მოსაზრება დააფიქსიროს. სწორედ ამ უფლების გამოყენებაში. სოფლის მკვიდრები საფრთხეს ხედავ ამ პროექტის განხორციელებაში. არ უნდათ, რომ ამან გამოწივიოს ეკოლოგიური პრობლემები სოფელში, რაც მათ ჯამრთელობაზე შეიძლება აისახოს. ასევე ძლიერი აფეთქებები შედეგი შეიძლება იყოს სახლების ნგრევის მაპროვოცირებელი და ბავშვებში ფსიქოლოგიური პრობლემების გამომწვევის მიზეზი. ამაზე არავინ ზრუნავს და ფიქრობს, ამიტომ მოსახლეობა ხელს აწერს პეტიციას ამ პროეტის შეჩერების თაობაზე" - ამბობს რაბილ ისმაილი.

იურიდიული საკითხების მოგვარებაში მუშევანის მოსახლეობას დახმარებას ასევე უწევს სოციალური სამართლიანობის ცენტრი (EMC). რადიო "მარნეული" ამ დრომდე ცდილობს კომპანია "არემჯი"-სთან დაკავშირებას დეტალების გასარკვევად. ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები