მარნეულელმა მშვილდოსანმა გოგოებმა საქართველოს ჩემპიონატზე ოქროს და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
მარნეულელმა მშვილდოსანმა გოგოებმა ახალგაზრდებს შორის მშვილდოსნობაში საქართველოს ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს. მარნეულის სპორტული სკოლის განცხადების მიხედვით, ჩემპიონატში თამთა ნავერიანმა და მირანდა საგინაძემ საპრიზო ადგილები დაიკავეს.

„ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის მშვილდოსანმა გოგონებმა. 18 წლამდე კატეგორიაში, თამთა ნავერიანმა (პირადი მწვრთნელი:ეკა აბაიშვილი) მოიპოვა ტურნირის ჩემპიონობა და ოქროს
მედალი, ხოლო მირანდა საგინაძე (პირადი მწვრთნელი:გიორგი გორდეზიანი) ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა“.
- აღნიშნულია მარნეულის სპორტული სკოლის განცხადებაში

ახალგაზრდებს შორის საქართველოს ჩემპიონატი მშვილდოსნობაში ქალაქ თბილისში, თბილისის მშვილდოსნობის სასროლეთზე, 17-20 მაისს გაიმართა.

ფოტო: მარნეულის სპორტული სკოლა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები