ერევანი-ბათუმის მატარებლი მარნეულში არ გაჩერდება
24 ივნისიდან ერევანიდან-ბათუმის მატარებელი დაიწყებს სიარულს. „სამხრეთ კავკასიის სარკინიგზო გზის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ერევენი-ბათუმის მიმართულებით მატარებელი პირველ ოქტომბრამდე იმოძრავებს.

ერევნიდან პირველი მატარებელი ბათუმის მიმართულებით 24 ივნისს გავა და რეისს ყოველ მეორე დღეს შეასრულებს. ბათუმიდან პირველი მატერებელი ერევნის მიმართულებით 25 ივნისს გავა და რეისს, ასევე, ყოველ მეორე დღეს შეასრულებს.

რადიო „მარნეულს“ „საქართველოს რკინიგზიდან“ მიაწოდეს ინფორმაცია,
თუ სად იქნება ერევენი-ბათუმის მატარებლის გაჩერებები საქართველოში. ერთ-ერთი გაჩერება სოფელ მარაბდაში იქნება.

„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, მატარებელი მარნეულში არ გაჩერდება.

გთავაზობთ ერევენი-ბათუმის მატარებლის გაჩერებებს საქართველოში:

მარაბდა;
თბილისი;
ხაშური;
წიფა;
მოლითი;
ზესტაფონი;
სამტრედია;
ურეკი;
ქობულეთი;
მახინჯაური.

გთავაზობთ ერევანი-ბათუმის მატარებლის გაჩერებებს სომხეთში:

არმავირი;
გიუმრი;
ვანაძორი;
სანაინი;
აირუმი.




Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები