პარლამენტმა ლგბტ უფლებების შემზღუდველი "ოჯახური ღირებულებებისა და
არასრულწლოვნების დაცვის შესახებ"
კანონი პირველი მოსმენით მიიღო. პლენარულ სხდომაზე კანონპროექტს მხარი
78-მა დეპუტატმა დაუჭირა.
კანონპროექტის მეორე და მესამე მოსმენა პარლამენტის საშემოდგომო
სესიაზე არის დაგეგმილი.
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა
პაპუაშვილმა 4 ივნისს ლგბტ უფლებების
შემზღუდველი "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანების დაცვის
შესახებ" კანონის პაკეტი წარადგინა და დაასახელა 8 საკითხი, რომელიც
მოწესრიგებული იქნება აღნიშნული 19 კანონის მეშვეობით.